• პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოს მცხოვრებლებმა ჯოყოლო–დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზა პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე გადაკეტეს. მდინარე ალაზანზე ხიდის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა ხიდამდე მისასვლელ გრუნტის ვიწრო გზაზე, მშრალ და მზიან ამინდებში ტრანსპორტის მოძრაობის გამო ისეთი მტვერია, რომ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში გასვლაც უჭირთ. მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს.

    კატეგორია საზოგადოება

    რატომ დაიცალა პანკისის ხეობა მე-18 საუკუნეში ქართველი მოსახლეობისგან? როგორ დამკვიდრდნენ ფშავლები პანკისის ტერიტორიაზე? ვინ იყო თათარა ცხვირაშვილი? როდის და ჩეჩნეთის რომელი კუთხეებიდან ჩამოვიდნენ დუი (ცაცხასაშვილი) და ჯოყოლა (დარქიზანაშვილი), რომლებმაც პანკისის ხეობაში სოფლები დუისი და ჯოყოლო დაარსეს? ვინ არიან პანკისში ჯოყოლას პირდაპირი შთამომავლები?

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ასლან ბორჩაშვილი და სულეიმან მუთოშვილი იმ 6 სტუდენტს შორის არიან, რომლებმაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპეციალური სტიპენდია მოიპოვეს. თითოეული მათგანის სწავლას, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე, ამერიკის საელჩო 4 წელიწადში 30 000 დოლარით დააფინანსებს.

    კატეგორია საზოგადოება

    სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნაწილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, გურიე ბორჩაშვილის ეზოში ჩავარდა. რაკეტა სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად 8 მაისს, დილით, სოფელ საკობიანოდან გაისროლეს.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობის სოფლებში - ჯოყოლოსა და ბირკიანში საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების მოასფალტების, ასევე ჯოყოლო-დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 262 471 ლარი გამოიყო.

    კატეგორია საზოგადოება
    სამშაბათი, 25 აპრილი 2017 17:06

    კვირაცხოვლობა პანკისში

    კვირაცხოვლობა დღეს პანკისის ხეობაში, ჯოყოლოს ტაძრის ეზოში სულ რამდენიმე კაცი ტრიალებდა. ამჯერად ტაძარიც ღია იყო, თუმცა მსახურება არ ტარდებოდა.

    კატეგორია კულტურა

    ახმეტის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს. სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი მაყვალა ცისკარიშვილი, რომელიც სალოცავს აშენებდა, პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მას ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ. მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა.

    კატეგორია საზოგადოება

    „90-იანი წლების დასაწყისში ჩემი ქმარ-შვილით გროზნოში ვცხოვრობდი. ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ეკონომიკურადაც ძლიერად ვიყავით. ერთ დღეს ჯოხარ დუდაევის, ჩეჩნეთის მაშინდელი პრეზიდენტის მიმართვა გავრცელდა: ყველანი სასწრაფოდ მიტინგზე გამოდითო.

    კატეგორია საზოგადოება

    ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდი „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიება პანკისის ხეობაში მეორედ ჩატარდა და მას პარლამენტის წევრი, საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]