შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილებაში ორმა მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
მაღალმთიან დასახლებებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისათვის დანამატების გაცემის პირობებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 13 დეკემბერს დაამტკიცა.
11 დეკემბერი ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა, წელს მას 70 წელი შეუსრულდა. პოეტის იუბილე პანკისის ხეობაში 16 დეკემბერს აღინიშნა და ეს არ მოხდა შემთხვევით: 16 დეკემბერი მისი ტრაგიკულად გარდაცვლილი ერთადერთი ვაჟის, ბექას დაბადების დღეა. ბოლო წლებია, სწორედ ამ დღეს იმართება ხოლმე პოეტის შემოქმედებითი საღამოები, რომელიც, ცხადია, ბექას ხსოვნას ეძღვნება.
ვაინახების ხელოვნება – ასე ჰქვია ნონა ხანგოშვილის (თუმი დიშნი) ახალ წიგნს, რომელიც პირველი თანამედროვე კატალოგია, სადაც ერთადაა თავმოყრილი ჩეჩნების, ინგუშებისა და ქისტების დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. წიგნი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა და მისი გამოცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“ აცხადებს იდეების კონკურსის საბოლოო რაუნდს რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტ თემის წარმომადგენლების ინტეგრაციის თემაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ისლამის გამავრცელებლის მუჰამედის დაბადების დღეს ულოცავს.