• ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. გადაწყვეტილება ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს.

    გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემით ომბუდსმენის აპარატისთვის პანკისის ხეობაში მცხოვრებ არცერთ ქალს არ მიუმართავს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა. თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმართვიანობის არარსებობა, ხეობის სოფლებში ძალადობის შემთხვევებს არ გამორიცხავს.

    სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალი იქნა მოკლული, 2000-ზე მეტ შემთხვევაში კი პოლიციამ დაცვის ღონისძიება გამოიყენა.

    გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, უღელტეხილზე არ თოვს და გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია. მოძრაობა შესაძლებელია ზაფხულის საბურავებითაც.

    რა საფრთხეებს შეიცავს „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთვის, როგორ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება და გადინება, ამ მიმართულებით რა არის პანკისის ხეობის გამოწვევები, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო დაეშის წინააღმდეგ და როგორია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები?

    საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული 10 წლის ქართველი გოგონა, მარიამ მამადაშვილი გახდა. მან სიმღერა „მზეო“ შეასრულა და 17 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის 239 ქულით გაიმარჯვა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]