• შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმის და მისი დაცვის სამი წევრის დაკავებაზე. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს და თანხის გამოძალვის მიზნით სცემეს. ერთ-ერთი ბრალდებულის ისლამ დუიშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან სამართალდამცავებმა სხვადასხვა იარაღი, ბეისბოლის ხელკეტები და 68 900 დოლარი ამოიღეს.

    თბილისში პანკისის მცხოვრებლები ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და კიდევ ერთი პირი, ზელიმ ბაკაევი ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დააკავეს. ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტანგ ფარეულიძის პირადი დაცვის წევრები არიან ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი.

    პოლიციამ პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი (ასლან) მუთოშვილი დააკავა. მას ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. შმაგი მუთოშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ახლობლები მოკლულის ძმის დაკავებას მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებენ.

    მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

    პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პანკისის უხუცესთა კავშირი.

    საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში გამართულ აქციებს, რომელიც 2020 წლის 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს გაიმართა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]