• ომალო-ბირკიანი-ჯოყოლო-დუისი-ომალოს 12 კილომეტრიანი გზის ფეხით გავლა რიზვან გორგიშვილს თითქმის ყოველდღე უწევს, რათა პანკისის სათემო რადიოს ოფისში დროულად მივიდეს და საინფორმაციო გამოშვებები მოამზადოს.

    კოვიდ პანდემიის გამო მეორე სემესტრია ბევრ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სასკოლო განათლების სისტემა პანდემიამდეც უამრავი გამოწვევის წინაშე იდგა - იქნება ეს მასწავლებელთა შრომითი უფლებები, კომპეტენციები, სკოლის ჰიგიენურ-სანიტარული პირობები, მშობელთა დაბალი ჩართულობა თუ სხვა. ონლაინსწავლებაზე გადასვლამ ახალი პრობლემები გააჩინა, გარკვეული პრობლემები კი კიდევ უფრო გაამწვავა. განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ რეგიონებსა და მთაში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, არ გააჩნიათ კომპიუტერი და ტელეფონი. ასეთი ბავშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს.

    დედისფერულის ერთადერთი მოსწავლე

    ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020 22:47 view 7512

    მეორეკლასელი თამარ თორღვაშვილი დედისფერულში (კაკლიანი) მცხოვრები ერთადერთი ბავშვია. ახმეტის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში სულ 12 კომლიღა ცხოვრობს. პატარა ბავშვებიანი ოჯახები სხვაგან გადასახლდნენ, სადაც სამსახურის შოვნის შანსი და შვილებისთვის განათლების მიცემის მეტი შესაძლებლობა აქვთ.

    ბოლო თვეებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასს აჭარბებს. 14 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულია 29 727 ადამიანი. 10 ათასამდე ინფიცირებული საავადმყოფოებსა და კოვიდ-კლინიკებში არის მოთავსებული, დაახლოებით 19 700 ადამიანი კი სამკურნალოდ სახლშია დატოვებული. რა უნდა გაითვალისწინონ ინფიცირებულებმა სახლში მკურნალობის დროს – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.

    პანკისის ხეობაში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი სულ 72 შემთხვევა დადასტურდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

    „ყველაზე კარგი, რაც ამ პანდემიამ დაგვანახა არის, ის, რომ ოჯახური ბიზნესი ფასობს. გადარჩენის შანსი ყველაზე მეტად ამ ბიზნესს აქვს“, – ამბობს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი ნატალია ბახტაძე პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]