საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების - პანკისის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის და დავით ფირისებიას საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს.
ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჰედაია“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის სპეციფიური მიზანია მხარი დაუჭიროს ისეთ კვლევით ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს რადიკალიზაციისა და ტერორიზმში ჩართულობის სხვადასხვა ასპექტებში ჩაღრმავებას.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მასობრივი გადაწვის ფაქტის შესწავლა ენერგოომბუდსმენმა დაიწყო. როგორც სალომე ვარდიაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან“ იმ დოკუმენტებს გამოითხოვს, სადაც კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს.
პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამები არასრულწლოვანთა ქორწინებას რელიგიურად აღარ გააფორმებენ. ეს გადაწყვეტილება ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამებმა რამდენიმე დღის წინ, პანკისის უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ამ გადაწყვეტილებას პანკისის ხეობაში მცხოვრები ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.
23 იანვარს ახმეტაში პოლიციის თანამშრომლებმა მამა – შვილი გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი დააკავეს. „სოკარ ჯორჯიას“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალიდან ჩანს, რომ მიწაზე პირქვე დაგდებულ ასლან წუწაშვილს, რომელსაც ზურგსუკან ხელებზე ბორკილები ადევს, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილეც მივიდნენ.