პანკისის ხეობის ოთხ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 2 330 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ომალოში, ჯოყოლოში, წინუბანსა და მატანში 2018 წლის აპრილში დაიწყება და 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განახორციელებს.
ახმეტის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს. სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი მაყვალა ცისკარიშვილი, რომელიც სალოცავს აშენებდა, პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მას ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ. მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა.
ბატონო პრემიერო (გიორგი), ჩვენებური კაცი ხართ, ქიზიყელი და დიდი გამარჯობა! მეც აქაური რიგითი ახალგაზრდა ვარ. თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, თქვენს სოფელში ოქროს გზებისა და სასახლეების აშენებით ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაამებლობას ვერ დაგიწყებთ და მხოლოდ ქიზიყურად, სიმართლეს მოგწერთ.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში დასაქმებული 10 990 სპორტის მასწავლებლიდან შესაბამისი პროფესიული განათლება მხოლოდ 1 889 მასწავლებელს, ანუ 18 %-ს აქვს მიღებული. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მითითებული, რომელიც ოფიციალურად 14 აპრილს გამოქვეყნდა.
ახმეტის გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 112 ლარია გამოყოფილი (დღგ-ს გარეშე).