ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში გაუმართავი ელექტროგადამცემი ხაზების, ბოძებისა და ტრანსფორმატორების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. როგორც მინისტრმა დღეს, სოფელ საკობიანოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სამუშაოები დაჩქარებული წესით, ორ კვირაში დაიწყება.
პანკისის ხეობაში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი აირი ხეობის 18 სოფელში შეიყვანეს. აბონენტების ჯამური რაოდენობა 2 712 ოჯახს შეადგენს.
კახეთში, დღეს 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ზემო ხეჩილში იყო. ბიძგები იგრძნობოდა გურჯაანისა და თელავის რაიონებშიც.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის „დელტას“ ინფორმაციით, 30 აპრილიდან 2 მაისამდე ახმეტის, თელავის, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 რაკეტა გაისროლეს.
ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წევრის, ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ახმეტის ბიუროს თანამშრომელი ნათია ფეტვიაშვილი 2 000 ლარამდე თანხით დააჯარიმეს და დროებით ავტომანქანაც ჩამოართვეს.
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ (CCA) აცხადებს კონკურსს მოხალისეების მისაღებად პანკისის ხეობაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები.