„წმინდა გიორგის ნიში იყო მანდ. დამხვდა დანგრეული. ვთხოვე სიძეს, რომ პირვანდელი სახე მიეცა მაგისთვის. რომ ჩამოვედი, მითხრა, გავაკეთეო. აღდგომა დღეს, დილის 9 საათზე ჩავედი სანთლების დასანთებად. დამხვდა ქვების გროვა. უკან არ დამიხევია. დავანთე სანთლები, ხატ-ღმერთი ვახსენე და წამოვედი. არვიცი ვინ დაანგრია. არანაირი პრეტენზია არ მაქვს“, – აცხადებს პანკისის სათემო რადიო WAY–თან საუბარში სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მაყვალა ცისკარიშვილი, რომელსაც ამავე სოფელში ქრისტიანული სალოცავის აღდგენა სურდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის მამას საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოპარეს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნაწილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, გურიე ბორჩაშვილის ეზოში ჩავარდა. რაკეტა სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად 8 მაისს, დილით, სოფელ საკობიანოდან გაისროლეს.
პანკისის სათემო რადიო WAY (ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიციაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა პანკისის ხეობაში ჰაერის ხარისხი და ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე შეამოწმეს.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, 5,4 მვტ დადგმული სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 1–ელ ივნისს, ახმეტის გამგეობის შენობაში გაიმართება. განხილვა 12:00 საათზე დაიწყება და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.