პანკისის ხეობაში მუშაობა დაიწყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის "მხარდაჭერის პროგრამამ", რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისა და ნაღმზე აფეთქებისას დაზარალებული პირებისა და მათი ოჯახებისათვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
მანანა მარგოშვილი 39 წლის არის. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1994 წელს, პანკისიდან გროზნოში წავიდა უმაღლესი განათლების მისაღებად, მაგრამ ჩეჩნეთში ომი დაიწყო და სწავლის დასრულება ვეღარ შეძლო. პანკისში დაბრუნდა, დაოჯახდა, ახლა მას სამი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. არსად უმუშავია. ოთხი თვის წინ, მანანამ შეიტყო, რომ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პანკისში სასწავლო ცენტრს ხსნიდა. მანანამ ერთდროულად ორ მიმართულებაზე ისწავლა. სწავლის დამთავრებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა, ორ თვეში კი მუშაობა დაიწყო.
„მე მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი“, – კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება 2012 წლის 9 სექტემბერს გააკეთა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. ლაფანყურის საქმეზე გამოძიება დღემდე არ არის დასრულებული.
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება. პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
პანკისის ხეობაში სათემო რადიომ დაიწყო მაუწყებლობა სიხშირეზე FM 101.1. რადიო WAY–ის სიგნალი პანკისის ხეობის თორმეტივე სოფელში, ბაწარას და ხადორის ხეობის ტერიტორიაზეც ვრცელდება. რადიოს მოსმენა პირველად გახდა შესაძლებელი თუშეთის სოფელ ტბათანასკენ დაბინავებული მწყემსებისთვის და ასობით ტურისტისთვის, რომელიც პანკისიდან თუშეთსა და ხევსურეთში გადადის.
რადიოში ამჯერად მხოლოდ მუსიკა ისმის, თუმცა სექტემბრიდან ეთერში საინფორმაციო და საავტორო გადაცემებიც გავა.
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 27 აგვისტოს, 09:00-დან 14:00 საათამდე პანკისის ხეობის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.