2016-2017 სასწავლო წლიდან პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყო. საგანი არჩევითია და მისი შესწავლა მოსწავლეებს მე-5 და მე-6 კლასებში შეუძლიათ. დუისის საჯარო სკოლის დირექტორის, ლილი სვიაკაურის თქმით, შესაბამისი სახელმძღვანელოების არსებობის შემთხვევაში, მომდევნო წლებში ჩეჩნური ენის სწავლება მაღალ კლასებშიც იქნება შესაძლებელი.
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პანკისის ხეობას ესტუმრა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა მასობრივად გადაეწვა. დამწვარია მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა ტექნიკა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.
21 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართება. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.
სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარება იქნა შემოღებული.
პანკისის ხეობაში, სოფლების დუისის და ჯოყოლოს გზაზე ოთხ კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.