გელა წელაურისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს, რომლებსაც პანკისის ხეობაში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო სცემეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) დაიცავს.
პანკისის ხეობაში, ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო, კიდევ ორ ადამიანს სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს, სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხა. წელაურს ხელის მოტეხილობა და დაჟეჟილობა აქვს მარცხენა თვალბუდისა და თავის არეში. მსუბუქი დაზიანებები მიიღო 16 წლის ბავშვმაც. პოლიციამ გამოძიება წელაურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, მაგრამ მოძალადეები არც ამ საქმეზე დაუკავებიათ.
ღამის 12 საათისთვის სროლა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში. პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, ისროლეს მურად ქავთარაშვილის მისამართით, რომელიც თბილისიდან ახალი ჩამოსული იყო და სახლში შედიოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში მურად ქავთარაშვილის მშობლები იმყოფებოდნენ. სახლს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელში 400-მდე კაცია შეკრებილი და ცენტრალური სამანქანო გზის გადაკეტვას აპირებენ. პროტესტი ქისტებსა და მატნელებს შორის, გუშინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.
პანკისის სათემო რადიო აცხადებს ვაკანსიას გადაცემის წამყვანი/რეპორტიორის პოზიციაზე სრული სამუშაო დატვირთვით. ოფისი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივლისი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა და საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პირობა დადეს, რომ პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობის მიერ წარდგენილ პეტიციაზე რეაგირებისთვის, სამუშაო ჯგუფს შექმნიან. საკრებულო დღეს აპირებდა, ცნობად მიეღო მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის წერილი, რომლის თანახმადაც, პანდემიის პოსტკრიზისული სიტუაციის ფონზე, ფინანსთა სამინისტრო ახმეტის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ამცირებს, რის გამოც ამ ეტაპზე, პანკისის ხეობაში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა შეუძლებელია.