• ახალი ამბები

    ლექსო, ელისო და ნინი ხევისჭალადან არიან. ეს იგივე სოფელია, სადაც 11 წლის ალექსანდრე წოწკოლაური ონლაინგაკვეთილებს სახლიდან მოშორებით, ტყის პირას სახელდახელოდ აშენებული ქოხიდან ესწრება. ხევისჭალას ზედა უბანში, სადაც ლექსო, ელისო და ნინი ცხოვრობენ, ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს, მთის წვერზე თუ არ ახვალ! ამ ბავშვებს ქოხიც ვერ უშველის.

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების - ბირკიანისა და ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალში, შესაძლოა, პანკისი-თუშეთის საავტომობილო გზის ნაწილი გახდეს.

    კაკლის ხის ძირში სახელდახელოდ აწყობილი პატარა ქოხი დგას. დასათბუნებლად კედლებზე ძველი გადასაფარებლები აუკრავთ. ქოხის შუაგულში პატარა ბიჭი ზის. ეს ალექსანდრე წოწკოლაურია, 11 წლის - ერთადერთი მოსწავლე სოფელ ხევისჭალაში. ამ ქოხიდან ის გაკვეთილებს ესწრება. ინტერნეტს მხოლოდ აქ მიაგნო. ძველ ღუმელში ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ მაინც ცივა. ალექსანდრეს ფეხები ხშირად ეყინება. სიცივისგან ტუჩებიც დამსკდარი აქვს, მაგრამ ქოხი მისთვის ერთადერთი ადგილია - მხოლოდ ასე ახერხებს, რომ ონლაინსწავლების მიღმა არ დარჩეს.

    ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური ითვლის, 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, 268 ლარია. თეამ კი, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, თავი 150 ლარით უნდა ირჩინოს. ეს არის სმენადაქვეითებული გოგოს ერთადერთი შემოსავალი მთელი თვის განმავლობაში. აქედან 100 ლარი თეას პენსიაა, 50 ლარი ბავშვის დახმარება. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თეას სამსახურის პოვნა კიდევ უფრო გაუჭირდა.

    თამარ გოზალიშვილი რამდენიმე თვის წინ უმუშევარი დარჩა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო სოფელ საკობიანოდან სამსახურში, ახმეტაში ვერ იარა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, სოციალურ ქსელში იმდენი ადამიანის გაჭირვებაზე წაიკითხა, რომ ბოლოს მათი დახმარება გადაწყვიტა. „ფეისბუქში“ გვერდი გახსნა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის დახმარების შეგროვება დაიწყო.

    ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში, იძულებასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულები  – ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. 

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]