პანკისის ხეობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი სერიოზული უპირატესობით დაამარცხა და ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 18:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა - 28.89%-ია, მაშინ როცა 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, დღის იმავე მონაკვეთში, ამომრჩეველთა აქტივობა 46.15%-ს აღწევდა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 20.9% იყო. 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, დღის იმავე მონაკვეთში, ამომრჩეველთა აქტივობა 22.69%-ს აღწევდა.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობის მკვიდრი, 80 წლის მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ეს ხეობაში ამ ინფექციით გარდაცვალების პირველი, ხოლო კახეთში მე-17 შემთხვევაა.
17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნების პროცესს არ აკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI), რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციას კი შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლები ჰყავს.
მეათე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. დილის 8 საათიდან კენჭისყრისთვის 154 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 5 – პანკისის ხეობაში.