ლაგოდეხის რაიონში დედის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 51 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 80 წლის ქალბატონმა პოლიცია ძალადობის მცდელობის დროს გამოიძახა.
დღეს, 11 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართება.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველმა საბჭომ, თუშეთში, დართლო-ჩიღოს საავტომობილო გზის მშენებლობის გამო გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილა შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ საჩივარი და კანონთან შეუსაბამობის მოტივით გააუქმა ახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიის შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 24 წლის მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა. ხანგოშვილი სირიაში 2013 წლის 13 სექტემბერს წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
თავდაცვის სამინისტრომ 1–ლი ნოემბრიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.