• ახალი ამბები

    25 წლის გიორგი ქარსამაულს თუშეთში, სოფელ ვესტომთაში (გომეწრის ხეობა) ცხვრის ფერმა აქვს, სადაც გუდის ყველი თუშური მეთოდით გამოჰყავს. ცოტა ხნის წინ, გიორგიმ თუშური ყველის დაძველების ტექნოლოგია შექმნა.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისის ხეობის სოფელ დუისში ფრენბურთის თანამედროვე მოედანს მოაწყობს. PH International-ის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, ახალგაზრდულ კლუბსაც ჩამოყალიბებს და ორგანიზებას გაუკეთებს საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

    თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დაახლოებით 6 თვით ჩაიკეტა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. თუშეთში გამოსაზამთრებლად 25 ადამიანი დარჩა.

    საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი 118 დეპუტატმა დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგ წავიდა.

    განათლების საკითხებზე გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ისაუბრა, სადაც 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]