ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და მისი მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 10 წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი ჩავარდა, უმრავლესობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის. არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ, სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ამ დრომდე არ გამოიძია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა ტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია.
„ზიქრის“ რიტუალი, რომელსაც პანკისის ხეობაში მცხოვრები ტრადიციული ისლამის მიმდევარი ქისტი ქალები ყოველ პარასკევს, ლოცვის დაწყებამდე ასრულებენ, ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ეს რიტუალი კავკასიაში სულ რამდენიმე ადგილზეა შემორჩენილი.
თამარ მარგოშვილი პირველი ქალია, რომელიც პანკისში სოფლის გამგებლად დაინიშნა. თვითმმართველობის ორგანოში ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცდა მან 2014 წლის დეკემბერში ჩააბარა, მაგრამ 9 თვის განმავლობაში ვაკანტურ პოზიციაზე არ ნიშნავდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.