ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უჩივის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ახმეტის გამგეობა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საჯარო ინფორმაციას არ აძლევს იმ მიზეზით, რომ როგორც თავად განმარტავენ, მისი რედაქტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.
26 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემაში ვსაუბრობთ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურსა და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე.
ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის ყველა უბნის შედეგი დათვლილია. როგორც პანკისის სათემო რადიო WAY–ს საოლქო – საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გელა სამხარაულს ხმების 46 % აქვს (11762 ხმა), „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა კი 32.27 % (8200 ხმა) მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახმეტა-თელავის 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 18 უბნის შედეგები. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გელა სამხარაულს ხმების 47,61 % (4441 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს შაქრო ტერტერაშვილს 34,02 % (3173 ხმა).
საარჩევნო ბლოკმა „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ახმეტა-თელავის №28 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ლევან ბუთხუზაშვილი წარადგინა.
8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის პაატა ბურჭულაძემ საარჩევნო ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახმეტის 28-ე საარჩევნო ოლქში ზურაბ ნაცარაშვილი წარადგინა.
საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ ახმეტა-თელავის №28 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად მწერალი და პოეტი ერეკლე საღლიანი წარადგინა.