გიორგი ოვაშვილის ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენება ქალაქ ახმეტასა და პანკისის ხეობაში 19 აპრილს გაიმართება. ღონისძიება პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში ჩატარდება და მას ფილმის რეჟისორიც დაესწრება.
ახმეტის საკრებულოში არსებული ფრაქცია „ამომრჩევლის ხმა“, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ იყო შექმნილი, გაუქმებულია.
ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ განახლებული შემადგენლობით შეიქმნა. ახლადშექმნილ ფრაქციაში 3 დეპუტატი გაერთიანდა - საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რამაზ ბაღაკაშვილი და საკრებულოს წევრი ბიძინა ჭიჭიკლიშვილი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.
ბათუმში შესაძლოა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა გაჩნდეს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. ინიციატივა საკრებულოს წევრ დიმიტრი დარჩიას ეკუთვნის.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თიანეთი-ახმეტის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახალ წელს ბიუჯეტის გარეშე ხვდება. საკრებულოს სხდომაზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი ჩავარდა. გამგებლის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი საკრებულოს 14-მა წევრმა დაუჭირა, თუმცა მის დასამტკიცებლად 16 ხმა იყო საჭირო.
ახმეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხელახლა ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილებების საკითხი ისევ ჩავარდა. ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი სხდომაზე დამსწრე 15-მა დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად 16 ხმა იყო საჭირო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 სოფლის გაზიფიკაცირება მოხდება. განკარგულების თანახმად, გაზიფიკაციის სამუშაოები განხორციელდება არგოხში, მაღრაანსა და ფიჩხოვანში.
2016 წლის 5 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო №22 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
„პანკისის ხეობაში დაფინანსდა 40 პროექტი 100–მდე ბენეფიციარით. თანხობრივად ეს არის 412 ათასი ლარი. აქვე აღვნიშნავ, რომ დაფინანსების ეტაპები ჯერ არ დასრულებულა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება“, – განაცხადა პანკისის სათემო რადიო WAY–ს ეთერში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნეს განვითარების კომპონენტის მენეჯერმა შალვა ჯაფარიძემ.