• weather cur airplane
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: პოლიცია

    შს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილების უფროსად თეიმურაზ არაბული დაინიშნა. თემურ არაბული დაიბადა 1961 წლის 14 სექტემბერს. 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით, პანკისის კრიზისის დროს, ახმეტის პოლიციის უფროსად მუშაობდა. ის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია.

    კატეგორია საზოგადოება

    14 ნოემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის საცხოვრისის და პირად ხელშეუხებლობას. კონსტიტუციის მე-20 მუხლი ადგენს, რომ არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    7 ნოემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - პოლიცია, როგორც სამართალდამცავი ორგანო, უფლებამოსილია გამოიყენოს იძულების ღონისძიებები, რაც მოიცავს სამ კომპონენტს:  ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    31 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) - პოლიცია სამართალდამცავი დაწესებულებაა, რომლის უმთავრესი ფუნქციაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა. პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.  

    კატეგორია ჩემი უფლებები

    ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წევრის, ახმეტა–თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ახმეტის ბიუროს თანამშრომელი ნათია ფეტვიაშვილი 2 000 ლარამდე თანხით დააჯარიმეს და დროებით ავტომანქანაც ჩამოართვეს.

    კატეგორია საზოგადოება
    სამშაბათი, 03 იანვარი 2017 17:49

    თელავში სამი ახალგაზრდა დააკავეს

    თელავში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პანკისის ხეობაში მცხოვრები სამი ახალგაზრდა დააკავეს.

    დაპირისპირება მოხდა პანკისის ხეობაში წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების გვარების წარმომადგენლებს შორის. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გარჩევის დროს ტოხოსაშვილების მხარეს იყო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ჭრილობები თავის არეში აქვს და ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

    კატეგორია საზოგადოება

    1 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს პოლიცია არის სამართალდამცავი დაწესებულება, რომლის უმთავრეს ფუნქციას საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესასრულებლად პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.

    კატეგორია ჩემი უფლებები

    23 იანვარს ახმეტაში პოლიციის თანამშრომლებმა მამა – შვილი გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი დააკავეს. „სოკარ ჯორჯიას“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალიდან ჩანს, რომ მიწაზე პირქვე დაგდებულ ასლან წუწაშვილს, რომელსაც ზურგსუკან ხელებზე ბორკილები ადევს, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილეც მივიდნენ.

    სიახლეები

    პანკისში ტყის მცველებმა წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვი მოკლეს

    პანკისის ხეობაში, ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის…

    სირიაში პანკისელების ოჯახის, მათ შორის 8 წლის ბავშვის დაღუპვა დადასტურდა

    ოჯახის წევრებმა სირიაში 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის, 36…

    ფინკა ბანკი ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებლის შეთავაზებას აგრძელებს

    ფინკა ბანკი 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის საინტერესო აქციების შეთავაზებას…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]