21 იანვრის ჩანაწერი (2017 წ) - როდიდან წარმოეშობა დასაქმებულს შვებულების უფლება? რას შეადგენს შვებულების ხანგრძლივობა? ვალდებულია თუ არა დასაქმებული, რომ შვებულებაში გასვლის თაობაზე წინასწარ გააფრთხილოს დამსაქმებელი? შესაძლებელია თუ არა კუთვნილი შვებულების გადატანა სხვა დროისთვის და როგორი წესით? რას ნიშნავს შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო?
14 იანვრის ჩანაწერი (2017 წ) - რა ასაკიდან შეუძლია პირს მუშაობის დაწყება? რამდენს შეიძლება შეადგენდეს სამუშაო დრო საქართველოში დასაქმებული პირებისათვის? რას ნიშნავს ზეგანაკვეთური სამუშაო; ეკისრება თუ არა დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ვალდებულება და რა შემთხვევაში? რას ნიშნავს „უქმე დღეები“ და როგორი სამართლებრივი რეჟიმია დაწესებული ასეთ დღეებში მუშაობისათვის? ისჯება თუ არა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობა და როგორ?
27 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) - „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი და „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილება ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლების საწარმოს სპეციალურ სტატუსს, რომლის საფუძველზეც ამ სტატუსის მქონე სამეწარმეო სუბიექტები თავისუფლდებიან საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადით დაბეგვრისაგან.
20 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში.
13 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს შრომის თავისუფლებას და, შესაბამისად, ადგენს იძულებითი შრომის აკრძალვას (30-ე მუხლი). ყოველი მოქალაქე თვითონ უნდა წყვეტდეს იმუშაოს თუ არა, თავისუფლად აირჩიოს თუ სად, რომელ იურიდიულ სუბიექტთან გააფორმოს კონტრაქტი.შრომის თავისუფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ ნებისმიერ დროს უარი თქვას სამუშაოზე.
6 დეკემბრის ჩანაწერი (2016 წ) – თანამედროვე მსოფლიოში საკუთრების უფლება საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებად. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამასთან, იმავე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
29 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებულია, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, მათ შორის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა.
22 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – რას ნიშნავს დაკავება და რა შემთხვევაშია იგი დასაშვები, რა შემთხვევებში დაიშვება პირის დაკავება სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე? ვის აქვს დაკავების უფლება? როგორია დაკავების საპროცესო წესი, ვის უნდა ეცნობოს პირის დაკავების თაობაზე? რა შემთხვევაში გათავისუფლდება დაკავებული პირი? შეუძლია თუ არა სავარაუდო დამნაშავის დაკავება კერძო პირს? რას ითვალისწინებს კანონი პირის უკანონოდ დაკავების შემთხვევაში?
15 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის ძირითადი ნორმები უკვე ძალაშია შესული და სავალდებულოა შესასრულებლად.
8 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი განამტკიცებს თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – ინფორმაციის თავისუფლებას, როგორც პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
1 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) - საქართველოს პოლიცია არის სამართალდამცავი დაწესებულება, რომლის უმთავრეს ფუნქციას საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესასრულებლად პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
25 ოქტომბრის ჩანაწერი (2016) – საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა.
18 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – 2006 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. კანონის მიზანს ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია წარმოადგენს.
11 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის ძირითადი უფლება - გადაადგილების თავისუფლება.
3 ოქტომბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემის თემაა პანკისელი ქალების მიერ ოჯახური და სამოქალაქო დავების გადაწყვეტის გზები. როგორ წყდება პანკისში ოჯახური დავების დროს შვილებთან დაკავშირებული საკითხები, რა მდგომარეობაა ხეობაში დედის უფლებებთან დაკავშირებით და იყენებენ თუ არა ქალები კანონმდებლობით გათვალისწინებულ მექანიზმებს.