• პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ, გადახედოს სოციალური დახმარების დანიშვნის პოლიტიკას

    კატეგორია საზოგადოება

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.

    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 24 წლის მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა. ხანგოშვილი სირიაში 2013 წლის 13 სექტემბერს წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

    კატეგორია საზოგადოება
    სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 18:01

    საინფორმაციო გამოშვება 07.11.2016

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება

    ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2016 18:48

    საინფორმაციო გამოშვება 03.11.2016

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება

    2017 წლის მაისში პანკისის ხეობაში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და დუისის საჯარო სკოლის პედაგოგების შეხვედრაზე მიიღეს.

    კატეგორია საზოგადოება

    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების - პანკისის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის და დავით ფირისებიას საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო 16 ნოემბერს დაიწყებს.

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელზეც დაახლოებით 286 000 ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა, უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე მსუბუქი ავტომობილით გადასვლაც კი საშიშია. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ მშენებლობის გაჭიანურების გამო დაუსრულებელმა ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

    კატეგორია საზოგადოება

    საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პანკისის ხეობაში ახალი, პილოტური პროექტის განხორციელებას იწყებს. 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები ფიზკურ მომზადებას დავით მარგოშვილის სახელობის კლუბში გაივლიან. ფედერაციის ინფორმაციით, თამაშის ელემენტებით დატვირთული სპორტული აქტივობები ბავშვების ფიზიკურ მომზადებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობაში ახალი პროექტის განხორციელება იწყება, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამსახურის მოძიებაში, ან საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებასა და სათემო პროექტების განხორციელებაში.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]