პანკისის ხეობიდან 15 წლის ნიკა ციხესაშვილი და 16 წლის მადინა ალხანაშვილი, მეწარმეობის შესწავლისა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ოთხი კვირით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი ბიზნეს გეგმების განხორციელებას შეეცდებიან.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს პანკისში 05 ივნისს, გვიან საღამოს შეატყობინეს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დოღი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ახმეტის გამგებლის მოადგილის მათე ქავთარაშვილის ინფორმაციით, ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.
არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამის – მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში, 15 მარტს, 15:00 საათზე, დუისში, პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართება.
ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და მუქარებთან დაკავშირებით, 10 იანვარს, პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გაიმართება დისკუსია თემაზე – პანკისის ხეობაში დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები.
არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი აპირებს გადახედოს თავის საქმიანობას და შესაძლოა, პანკისის ხეობაში აქტივობები შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.
დუისში 3 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამი ბექხან ფარეულიძე. იმამის განცხადებით, მომხდარის შედეგად ყველაზე მეტად ხეობაში მცხოვრები მუსლიმები დაზარალადნენ, რადგან გრძელდება მათი მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
პანკისის ხეობის სოფლებიდან წინუბნიდან, ზემო, ქვემო და შუა ხალაწნიდან დუისის საჯარო სკოლაში 67 მოსწავლე ირიცხება, რომლებსაც მოსწავლეთა ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამით, მხოლოდ 2 მიკროავტობუსი ემსახურება. პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორმა 16 ნოემბერს დაითვალა, რომ ერთ მიკროავტობუსს 19, ხოლო მეორე მიკროავტობუსს 26 მოსწავლე გადაჰყავდა. მოსწავლეები მიკროავტობუსებში ფეხზეც იდგნენ.