პანკისის ხეობაში სოციალური კაფე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი „მედინა 2015“ დაიხურა. კაფე 2016 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტით გაიხსნა, შშმ პირთა დღის ცენტრი კი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის“ მხარდაჭერით ფუნქციონირებდა.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე სოფლების დუისისა და ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ფოლადის კონსტრუქციის მოსაწყობად 164 819 ლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 156 512 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 8 306 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა. სამუშაოები 2018 წლის 7 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ დუმასტურის მკვიდრი 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი დაიღუპა. ის სირიაში 2015 წლის აპრილში წავიდა, მაშინ 16 წლის იყო და ომალოს სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა.
"ქალების სიტყვა", ხასო ხანგოშვილის საავტორო გადაცემა, "მთა და ლიტერატურა", "მთის კიდობანი" - პანკისის სათემო რადიო WAY-მ ახალი გადაცემების მომზადება დაიწყო.
30 სექტემბერს, პანკისის ხეობაში „პანკისობა 2017“ გაიმართება. სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე 12:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება. დაგეგმილია დოღი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და კონცერტი „ერისიონის“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 10-15 მეტრი სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. ავტომობილში მყოფმა სამმა ადამიანმა წყლიდან გამოსვლა შეძლო, 55 წლამდე მამაკაცი კი დაიხრჩო.
თემურ მახაური, იგივე „ზონა“, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში, საკუთარ ავტომობილში 8 სექტემბერს ააფეთქეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალეს. ყვარელწყალში „ზონას“ ცოლი და შვილი ცხოვრობენ.
პანკისის ხეობაში მდებარე სოფელ ქორეთში დაწყებითი სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 15 653 ლარის დახარჯვა იგეგმება.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობების მოწყობის მიზნით. კახეთში პროექტის სამიზნე სოფლებია დუისი, ხალაწანი, ჯოყოლო, ომალო, საკობიანო, მატანი, ქვემო და ზემო ალვანი და ქალაქი ახმეტა.
სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ 30 სექტემბერს სოფელ დუისში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.