• სათემო რადიოს მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, რომელიც პანკისის ხეობაში ნარკოტიკების დამზადებასა და გავრცელებას ეხება, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

    „ეს მართლაც მტკივნეული პრობლემაა პანკისის ხეობაში. ვგულისხმობ ახალგაზრდობის ბევრი ნაწილის მიერ ნარკოტიკების მოხმარებას. ეს როგორც რელიგიის, ასევე ჯანმრთელობის მხრივ საზიანოა. ყველა, ვინმეს თუ საშუალება გააჩნია, წინ უნდა აღუდგეს ამ სენს რაც ახალგაზრდებშია“, - აცხადებს პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამი ზურაბ ქავთარაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში. 

    სოფელ ჯოყოლოში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და პანკისის ხეობის სოფლებიდან რაიონულ ცენტრამდე დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა - ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პანკისის ხეობაში ახალგაზრდების სპორტული საჭიროებების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევისას გამოიკვეთა. ორივე პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის პანკისის სათემო რადიო და უხუცესთა კავშირი ადვოკატირების კამპანიებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

    ქისტური სამართლის მიხედვით ადამიანის მკვლელობა მძიმე დანაშაულია. „მეერის“, შურისძიების ობიექტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: თუ მკვლელი დაკავებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ და სასჯელს იხდის ციხეში, ის იკავებს „მეერის“ ადგილს და თუ ის ციხეში გარდაიცვალა, მისი შეცვლა უახლოესი ნათესავით (ძმა, მამა, ბიძა, ბიძაშვილი) იკრძალება, რადგან შურისძიება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ მკვლელზე. დაუშვებელია მკვლელის ნათესავებზე შურისძიება.

    25 წლის თიკო ფარეულიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის დოქტორანტია. კავკასიოლოგიაზე სწავლობს. სადოქტორო კვლევა პანკისის ხეობაზე აქვს. მიაჩნია, რომ პანკისი კარგი მექანიზმია ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობისთვის.

    „ამან პანკისში ძალიან ბევრი პრობლემა უკან მოიტოვა, იმდენად ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. კანაფსაც აღარ ეხება საქმე, რომლის მოხმარებაც ძალიან გაზრდილია, 11-12 წლის ბავშვები უკვე მარიხუანას ეწევიან. წარმოიდგინეთ რა სიტუაცია გვაქვს. ახალგაზრდა ბიჭები „კრაკადილზე“ გადავიდნენ, ამას აღარაფერი შველის. ბევრმა ადამიანმა იცის ადგილები, სადაც ესენი იკრიბებიან, „კრაკადილს“ ამზადებენ, ნემსს იკეთებენ, მაგრამ პოლიციიდან არავინ იქ წამსვლელი, არავინ დაჯარიმებულიც კი მე არ გამიგია“, - „კრაკადილი“ რომელზეც პანკისის ხეობაში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი საუბრობს, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკია.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]