ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დოღი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ახმეტის გამგებლის მოადგილის მათე ქავთარაშვილის ინფორმაციით, ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 7 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ჩეჩნეთში გეების უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და ამ საკითხზე მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს დაელაპარაკება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, რიგ სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან დაკავშირებული ხარვეზები, კერძოდ, საპირფარეშოებში დაცული არ იყო ჰიგიენის ნორმები.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) მოედანზე ჰიჯაბით თამაშისთვის ოფიციალური ნებართვა გასცა. პროფესიონალი კალათბურთელებისთვის ახალი წესი 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე დათვი დააფიქსირეს. რეინჯერის მიერ გადაღებულ ვიდეოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ავრცელებს.