გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„პანკისის ხეობაში დაფინანსდა 40 პროექტი 100–მდე ბენეფიციარით. თანხობრივად ეს არის 412 ათასი ლარი. აქვე აღვნიშნავ, რომ დაფინანსების ეტაპები ჯერ არ დასრულებულა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება“, – განაცხადა პანკისის სათემო რადიო WAY–ს ეთერში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნეს განვითარების კომპონენტის მენეჯერმა შალვა ჯაფარიძემ.
გერმანიის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს მცირე პროექტების დაფინანსებაზე. საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 8000 ევროს.
პანკისის ხეობის სოფლებიდან წინუბნიდან, ზემო, ქვემო და შუა ხალაწნიდან დუისის საჯარო სკოლაში 67 მოსწავლე ირიცხება, რომლებსაც მოსწავლეთა ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამით, მხოლოდ 2 მიკროავტობუსი ემსახურება. პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორმა 16 ნოემბერს დაითვალა, რომ ერთ მიკროავტობუსს 19, ხოლო მეორე მიკროავტობუსს 26 მოსწავლე გადაჰყავდა. მოსწავლეები მიკროავტობუსებში ფეხზეც იდგნენ.
საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვება, ჩაის სახლი, ველოტურები, თექის სახელოსნო, თხის ყველის წარმოება, ავტოსერვისი, სარემონტო კომპანია – ეს ის პროექტებია, რომლებიც „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პანკისის ხეობაში დაფინანსდა. მცირე ბიზნესის დაწყების ან განვითარების მსურველებმა 5000-დან 15 ათას ლარამდე გრანტი მიიღეს.
პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ, გადახედოს სოციალური დახმარების დანიშვნის პოლიტიკას