ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, სადაც 146 მოსწავლე სწავლობს, გაკვეთილები სხვადასხვა დროს იწყება და სრულდება. კოვიდ-19-მა შეცვალა ამ სკოლის არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ ზეგავლენა იქონია განათლების ხარისხსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობებზე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა.
საუბარს პანკისის სტიგმით იწყებს - რაც მახსოვს, ხეობაზე სულ ცუდს ამბობენო. „კი იყო არეულობა, როცა ჩეჩნები შემოვიდნენ, მაგრამ მთავრობაც ხელს უწყობდა იმას, მაშინ რაც ხდებოდა - ხალხის გატაცებები, მკვლელობები, ყაჩაღობები, ქურდობები. ის ლაქა დღემდე შემორჩა პანკისის ხეობას. უცხოელებს კი არა, საქართველოში, სხვაგან რომ მოვხვდები და გაიგებენ ქისტი ვარ პანკისიდან, ისე გიყურებენ, გეგონება კაციჭამია ხარ. მერე, როცა ერთმანეთს გავიცნობთ, ჩვენ, პანკისზე სხვანაირი წარმოდგენა გვქონდაო“.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით მისაღები გამოცდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. საინფორმაციო კამპანია იმერეთის შემდეგ, კახეთში, კერძოდ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩატარდა.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებული ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში შველი იპოვეს, რომელიც ბაწარის ნაკრძალში გაუშვეს. ჯოყოლოს მკვიდრის, ზელიმხან გუმაშვილის თქმით, მდინარე ალაზნის პირას შველი ძაღლებისგან გადაარჩინეს, რის შემდეგაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდნენ და ნაკრძალში გადაიყვანეს.
„მოაზღარ მაათ“ (მოძღვარი მათე) ასე მოიხსენიებდნენ ქისტები მათე ალბუთაშვილს - პანკისის ხეობაში სწავლა-განათლების ფუძემდებელსა და სასულიერო მოღვაწეს.
ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 23-ე ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე ორი დარღვევა დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, ერთი საარჩევნო სუბიექტიდან უბანზე ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ მათგანს საარჩევნო უბანი დაატოვებინა.