• weather cur horoscope
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: ახმეტა

    ახმეტის ყოფილმა გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მუნიციპალიტეტის ახალ მერს იოსებ ქარუმაშვილს მწყობრიდან გამოსული სამსახურებრივი „ჯიპი“ დაუტოვა. ავტომანქანას, რომელშიც ბიუჯეტიდან 27 700 ლარია გადახდილი, ძრავი აქვს დაზიანებული და ვერ გადაადგილდება.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებული ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

    კატეგორია საზოგადოება

    შს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილების უფროსად თეიმურაზ არაბული დაინიშნა. თემურ არაბული დაიბადა 1961 წლის 14 სექტემბერს. 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით, პანკისის კრიზისის დროს, ახმეტის პოლიციის უფროსად მუშაობდა. ის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია.

    კატეგორია საზოგადოება
    შაბათი, 16 დეკემბერი 2017 11:24

    საინფორმაციო გამოშვება - 15.12.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017 19:02

    საინფორმაციო გამოშვება - 11.12.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017 22:20

    საინფორმაციო გამოშვება - 27.11.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017 10:28

    საინფორმაციო გამოშვება – 20.11.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის დეიდაშვილი, თამარ ყეინიშვილი აირჩიეს. საკრებულოს 31 წევრიდან ყეინიშვილს მხარი 21-მა დაუჭირა. იგი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედაც მუშაობდა 2017 წლის მარტიდან.

    კატეგორია საზოგადოება

    ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა 11 წლის ძიუდოისტმა, ირაკლი ქავთარაშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი მოიპოვა. 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ხუთი ორთაბრძოლა ჩაატარა, ფინალში კი გერმანელი მეტოქე დაამარცხა.

    კატეგორია საზოგადოება

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ახმეტის ახალარჩეულ საკრებულოს 31 წევრი ჰყავს, მათგან 16 მაჟორიტარია, 15 კი პროპორციული სისტემით არჩეული.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ტერორისტული საქმიანობისთვის ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში დააკავეს

    ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში, საქართველოს მოქალაქე ცეზარ…

    სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით,…

    ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]