25 წლის გიორგი ქარსამაულს თუშეთში, სოფელ ვესტომთაში (გომეწრის ხეობა) ცხვრის ფერმა აქვს, სადაც გუდის ყველი თუშური მეთოდით გამოჰყავს. ცოტა ხნის წინ, გიორგიმ თუშური ყველის დაძველების ტექნოლოგია შექმნა.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დაახლოებით 6 თვით ჩაიკეტა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. თუშეთში გამოსაზამთრებლად 25 ადამიანი დარჩა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც.
თუშეთის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება. ამ საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
თოვლის გამო თუშეთის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, სოფელ ომალოში კი 15 სანტიმეტრს აღემატება.
თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.
პანკისის ხეობის გავლით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი. სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტს, ახალი, 15 კილომეტრიანი მონაკვეთი ემატება, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრას და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მონაკვეთზე საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონკურსი შეწყვეტილად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.