პანკისის უხუცესთა კავშირი ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, ხეობის მოსახლეობა უხუცესთა ნაწილს უპირისპირდება და ახალი გაერთიანების შექმნას ითხოვს. უხუცესთა კავშირი თავის განცხადებაში სალაფიტური თემის პრეტენზიებსაც პასუხობს და განმარტავს, რატომ არ მონაწილეობენ უხუცესთა კავშირის წარმომადგენლები, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ სალაფიტების მიერ ორგანიზებულ აქციებში.
ქართულ-ვაინახური კულტურის ღონისძიება, რომელიც სალაშქრო ბანაკის, „პანკისი ქემფინგის“ ორგანიზებით ხეობაში 28 ივლისს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების გაუქმების მიზეზი „ქისტი ახალგაზრდების ტრაგიკული სიკვდილი“ გახდა.
სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, 38 წლის თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა. თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. ბათირაშვილების ოჯახში ნათესავები სამძიმრის სათქმელად მიდიან.
პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭოს შექმნის შესახებ სალაფიტური თემის წარმომადგენელმა მურაზი გოდერძიშვილმა (მუსა პანკისელმა) 20 ივლისს, დუისში გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ საბჭოში 15 უხუცესთან ერთად, 15 ახალგაზრდაც იქნება.
ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ პანკისის ხეობაში რაგბის ბურთი ჩაიტანეს და ადგილობრივები ამ შესანიშნავ თამაშს აზიარეს. პროექტი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაფინანსების არარსებობის გამო დაახლოებით ორი წლის წინ შეჩერდა. სპორტის მინისტრის ინიციატივით, რაგბის კავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ამ პროექტმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.
„სახელმწიფო გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჰესის მშენებლობისთვის კანონით დადგენილი ყველა პროცედურა ჩვენ გავლილი გვაქვს, საჯარო განხილვებიც გვქონდა და მოსახლეობასთან შეხვედრებიც, მშენებლობის ნებართვაც გვაქვს, მაგრამ დღეს, აგრესიული ფონისა და თანამშრომლების მიმართ მუქარების გამო, შეჩერებული გვაქვს სამუშაოები და ვერ ვახერხებთ ჰესის მშენებლობას. ველოდებით, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ მზად ვართ მშენებლობის გასაგრძელებლად. გავაგრძელებთ თუ არა, ეს საკითხი კომპანიის კომპეტენციას სცილდება“, - უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ჰესის მშენებელი კომპანიის, შპს „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა.
„ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში აქციის გამართვის შესახებ მე საქმის კურსში არ ვიყავი. პარასკევს, მეჩეთში, ლოცვის დროს, ერთ-ერთმა პირმა თქვა, ბირკიანში შეკრებააო. უხუცესთა კავშირი როცა რაიმე აქციას უერთდება, წევრები საკითხს ვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამის დრო კი ფაქტობრივად აღარ იყო“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა.
პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას, ხეობაში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებებს მოსახლეობისთვის და სალაფიტური თემისთვის მიუღებლად მიიჩნევს.
პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა, 19 ივნისს, ხეობაში საპროტესტო აქცია გამართავს. აქცია სოფელ დუისის შესასვლელში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის შენობასთან გაიმართება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში, სამშენებლო ბლოკის საამქროს მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ, ტერიტორიიდან გააძევეს. ადგილობრივების თქმით, ინსპექტორები ბლოკის საამქროს მეპატრონის დაჯარიმებას აპირებდნენ, მდინარე ალაზნიდან ქვიშის უნებართვოდ აღების გამო.