პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს ჯოყოლოს, ბირკიანს, ძიბახევს, ომალოს, ხალაწნებსა და დუმასტურს, მაჟორიტარულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, კარლო მუხაურმა გაიმარჯვა. მუხაურმა ხმების 49.27 % დააგროვა (540 ხმა), „ქართული ოცნებიდან“ თამაზ ალხანაშვილმა კი 36.68 % (402 ხმა).
უკვე ორი კვირაა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში ირაკლი ქადაგიშვილი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს და მათ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. რადიკალურად განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გიორგი ბოტკოველის პოზიცია, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის 5 საარჩევნო უბნიდან დუისის ორ, ჯოყოლოს და ხალაწნის საარჩევნო უბნებზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული წესით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, სოფელ ომალოში კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა. პანკისის სათემო რადიომ მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მოიპოვა.
წინასწარი მონაცემებით, პანკისის ხეობის ხუთი საარჩევნო უბნიდან ოთხში არჩევნები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი სოფელ დუისის ორივე საარჩევნო უბანზეც, სადაც მმართველი პარტია ყველაზე ნაკლებ ხმებს ელოდა. სოფელ დუისში ცხოვრობდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც სპცეოპერაციის დროს საკუთარ საძინებელში მოკლეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა შაქრო ტერტერაშვილმა განაცხადა, ფრაქციები „ქართული ოცნება -კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება - მრეწველები“ საკრებულომ კანონის დარღვევით დაარეგისტრირა.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები ახმეტის სამ სოფელში, კასრისწყალში, ქისტაურსა და ოჟიოში წააგო.
ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ განახლებული შემადგენლობით შეიქმნა. ახლადშექმნილ ფრაქციაში 3 დეპუტატი გაერთიანდა - საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რამაზ ბაღაკაშვილი და საკრებულოს წევრი ბიძინა ჭიჭიკლიშვილი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.
ახმეტის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე ორი კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ გარსევანიძე 18 ხმით, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი მაგდანა ალხანაშვილი 17 ხმით იქნენ არჩეული.
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პანკისის სათემო რადიო WAY-სთან საუბრისას გელა ჯუგაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოში დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.