8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის პაატა ბურჭულაძემ საარჩევნო ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახმეტის 28-ე საარჩევნო ოლქში ზურაბ ნაცარაშვილი წარადგინა.
საარჩევნო ბლოკმა „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ახმეტა-თელავის №28 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ლევან ბუთხუზაშვილი წარადგინა.
საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ ახმეტა-თელავის №28 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად მწერალი და პოეტი ერეკლე საღლიანი წარადგინა.
13 სექტემბრიდან პანკისის სათემო რადიო WAY წინასაარჩევნო დებატებს იწყებს, რომელშიც მონაწილეობა ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შეუძლიათ. გადაცემა პირდაპირ ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, 18:10 საათზე გავა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტისა და თელავის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა. როგორც პრემიერმა ახმეტის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, სამხარაულმა სასოფლო სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარების მიმართულებით სერიოზულად იმუშავა.
„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული პანკისის უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პანკისის სათემო რადიო WAY–ის ოფისში გაიმართა. სამხარაული უხუცესთა კავშირის წევრებს ახმეტა – თიანეთის, თუშეთი – ყაზბეგის გზების რეაბილიტაციასა და პანკისში ხილის ჩამბარებელი პუნქტის გახსნის პროექტზე ესაუბრა.