პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი განმარტებას აკეთებს მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, „საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს“. ოჯახი განმარტავს, რომ ეს განცხადება ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემას უსვამს ხაზს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის იურისტის, თამთა მიქელაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი განაცხადი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე მექა ხანგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება დაპირებას შეასრულებს და ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს.
ჩეჩნეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ვაინახი“ 4 მარტს, თბილისში, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდებიან. მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზე დაგეგმილ შეხვედრას საგამოძიებო ჯგუფის წევრები და ოჯახის ადვოკატიც დაესწრებიან.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სპეცრაზმს, შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილი რუსლან ალდამოვში შეეშალა და ამიტომ ესროლა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის სიკვდილი სახელმწიფოს დანაშაულია, რის გამოც მთავრობა უნდა გადადგეს.