პანკისის ხეობაში, დუისის და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრებმა 2019 წლის იანვრიდან, დაფინანსების არქონის გამო მუშაობა შეწყვიტეს. ამ ცენტრების აქტივობებში ხეობის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 300-მდე ბავშვი იყო ჩართული.
პანკისის სათემო რადიო WAY აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, 3 სექტემბერს, ორშაბათს, პანკისის ხეობაში გამართავს დისკუსიას თემაზე - ანტიდასავლური პროპაგანდა, რუსული გავლენა და ახალგაზრდების დამოკიდებულება საგარეო საკითხებისადმი.
24 აპრილის ჩანაწერი (2017 წელი) – პანკისელი ახალგაზრდები მათ წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის გართობისა და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებისთვის საჭირო სივრცის არარსებობას ასახელებენ.
„ჩვენ აქ რა საქმიანობასაც ვეწევით, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ არის მისაღები. აქედან გამომდინარე, ფეისბუქის საშუალებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან გააქტიურდა აგრესია და მუქარები, მაგრამ საქმე თუ აქამდე მივიდოდა, მართლა ვერ წარმოვიდგინეთ“, – ამბობს ლუიზა მუთოშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ თანამშრომელი 3 იანვარს, პანკისის სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლის და ფონდის ოფისის დაწვა სცადეს.
რა არის იმის მიზეზი, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, სამინისტროებში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილები? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების შესაცვლელად?
2 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემაში გენდერულ საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ქალთა მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ვსაუბრობთ.