„პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ექნება ის მხარდაჭერა, რაც კანონით შეგვიძლია“, - განუცხადა პანკისის სათემო რადიოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, პანკისში საგანმანათლებლო ცენტრების დახურვის საკითხზე კომენტირებისას.
პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში 2005 წელს ჩასახლებული ეკომიგრანტების 32 ოჯახიდან ახლა იქ 10 ოჯახიღაა დარჩენილი. მათი ნაწილიც აჭარაში დაბრუნებას ფიქრობს.
10 იანვარს ერთი წელი გავიდა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან. 19 წლის ახალგაზრდას 2017 წლის 26 დეკემბერს, შუაღამეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში შუბლი სპეცრაზმმა გაუხვრიტა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარს მალხაზ მაჩალიკაშვილთან და თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის სხვა მონაწილეებთან. ერთ-ერთმა მონაწილემ სააკაშვილს უთხრა, რომ „მის ბრძანებას ხუთიანზე ასრულებს და ახლაც აქციაზეა“.
არამხოლოდ ავარჯიშებს, არამედ ცდილობს კლუბის ძიუდოისტების წარმატებების შესახებ ხეობაში მცხოვრებმა მათმა თანატოლებმაც გაიგონ. მეოთხე წელია, 60-მდე ბავშვსა და ახალგაზრდას წვრთნის, მაგრამ სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მეტი მოზარდის ჩაბმა სურს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანია რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შემცირება ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების გზით.