• ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული დაკავების ოპერაციის კანონიერების და მისი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე ძალის გადამეტებისა და უფლებების დარღვევის რისკების მინიმიზაციის გეგმის, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის შეფასებას.

    საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს მიკაილ კადიევს უარი უთხრა იმ განცხადების განხილვაზე, რომლითაც ის საქართველოში თავშესაფრის მიღებას ითხოვს. კადიევს, რომლსაც რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება, სამინისტრომ არც თავშესაფრის მაძიებლის ცნობა მისცა.

    წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მუსლიმ ალ-შიშანი, თურქეთის ხელისუფლების მიერ სირიის ქალაქ აფრინში ქურთების წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციაში „ზეთისხილის რტო“ მიიღებს მონაწილეობას.

    ნაციონალური მოძრაობა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების ორი ფრაქციის შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრმა შაქრო ტერტერაშვილმა განაცხადა, ფრაქციები ქართული ოცნება -კონსერვატორები და ქართული ოცნება - მრეწველები საკრებულომ კანონის დარღვევით დაარეგისტრირა.

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სალაფიტური თემის წარმომადგენლებს დაემუქრა. ამ ინფორმაციამ ხეობის მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია. პანკისის სათემო რადიომ სცადა გაერკვია რა მოხდა სინამდვილეში.

    ქისტი განმანათლებლისა და სასულიერო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავს, 30-31 იანვარს თბილისში ღონისძიებებით აღნიშნავენ. 30 იანვარს მწერალთა სახლში მისი ხსოვნის საღამო გაიმართება. 31 იანვარს კი მოსწავლეთა სასახლეში დაგეგმილია კონფერენცია თემაზე მათე ალბუთაშვილის შემოქმედება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]