პანკისის ხეობის გავლით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი. სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტს, ახალი, 15 კილომეტრიანი მონაკვეთი ემატება, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრას და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
24 სექტემბერს თბილისში ჩატარდა პროფესიონალური ტურნირი M-1 -ში, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირში მონაწილეობდა პანკისელი ასლან გორგიშვილი, რომელმაც 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამრაუნდიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ გიორგი ლელაშვილი დაამარცხა.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მასობრივი გადაწვის ფაქტის შესწავლა ენერგოომბუდსმენმა დაიწყო. როგორც სალომე ვარდიაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან“ იმ დოკუმენტებს გამოითხოვს, სადაც კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს.
2016-2017 სასწავლო წლიდან პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყო. საგანი არჩევითია და მისი შესწავლა მოსწავლეებს მე-5 და მე-6 კლასებში შეუძლიათ. დუისის საჯარო სკოლის დირექტორის, ლილი სვიაკაურის თქმით, შესაბამისი სახელმძღვანელოების არსებობის შემთხვევაში, მომდევნო წლებში ჩეჩნური ენის სწავლება მაღალ კლასებშიც იქნება შესაძლებელი.
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პანკისის ხეობას ესტუმრა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა მასობრივად გადაეწვა. დამწვარია მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა ტექნიკა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.
21 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართება. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.
სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარება იქნა შემოღებული.