პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თანამდებობის პირებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც დღეს, დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ, ხეობა დატოვეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობაზე საუბრისას მუდმივად ხაზს უსვამენ პანკისის განვითარების გეგმას. რას მოიცავს აღნიშნული გეგმა და რა სტრატეგიული ღირებულება აქვს დოკუმენტს, რომელიც ისე მომზადდა, რომ მასში პანკისის ხეობის მოსახლეობა, რამდენიმე ადამიანის გარდა, ჩართული არ ყოფილა.
ხალაწნის თემიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი როსტომ ალხანაშვილი აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალხანაშვილმა სოფელ ხალაწანსა და ომალოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმების 96.49% აიღო, რაც 577 ხმაა.
დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალეური არჩევნები იმართება. კენჭისყრა პანკისის ხეობაში მიმდინარეობს, სადაც ხალაწნის თემის (ზემო ხალაწანი, დუმასტური, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ომალო) მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი გენერალური წარმომადგენელი საქართველოში ხიზირ ალდამოვი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
დღეიდან მუსლიმური სამყაროსთვის წმინდა თვე - რამადანი დაიწყო. რამადანის განმავლობაში ყველა მორწმუნე მუსლიმი მარხულობს, რაც ისლამის ხუთიდან ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.