ვაინახური კულტურის დღეები 6 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენით გაიხსნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, შოთა გეწაძემ და მირანდა ერემაძემ დააკმაყოფილეს საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საჩივარი და გააუქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 28 ივლისის გადაწყვეტილება.
ახმეტის რაიონში, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში 118 მეტრი სიმაღლის და დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობის წყალსაცავი აშენდება. მშენებლობის წინა საპროექტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხდდება.
პანკისის ხეობაში მცხოვრებმა შენგელი ტოხოსაშვილმა და კანეი მარგოშვილმა ქისტური ასკილის ლუდის „სტუმართ მასპინძლის“ წარმოება დაიწყეს. ტრადიციული უალკოჰოლო სასმელი უკვე ბოთლებში ჩამოსხმული და ეტიკეტირებულია. უახლოეს მომავალში ის როგორც პანკისში, ისე თბილისში გაიყიდება.
უბედური შემთხვევა მოხდა პანკისის ხეობაში. ხადორთან, დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლიდან 22 წლის დავით შეთეკაური ხევში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ახმეტის საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.