ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ახმეტის ახალარჩეულ საკრებულოს 31 წევრი ჰყავს, მათგან 16 მაჟორიტარია, 15 კი პროპორციული სისტემით არჩეული.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული ნუგზარ ქავთარაშვილი, პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქავთარაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩეჩნეთში, ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის „ახმატ თაუერის“ და ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო-გასართობი ცენტრის „გროზნი მოლის“ მშენებლობა დაიწყო. შენობები და რეკრეაციული ზონა „კაუსარი“ ჩეჩნეთის დედაქალაქში 19 ჰექტარზე განთავსდება.
გომბორის უღელტეხილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს პიკაპის ტიპის და „ვაზ-2107“-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. გარდაცვლილი, 35 წლის მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯლიდანაა, ორი დაშავებული კი პანკისის ხეობის მკვიდრია.
გამოფენა, რომელიც პანკისისა და ზემო აჭარის ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, 10 ნოემბერს გაიხსნება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული ეთნიკური ჯგუფის კულტურა და თვითმყოფადობა დაცული იყოს და მაქსიმალურად წარმოჩინდეს“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორში განაცხადა, სადაც ვაინახური კულტურის კვირეულის გახსნას დაესწრო.