ლანა გუნაშაშვილი პანკისის ხეობიდან არის. ლანამ წელს დაამთავრა ბირკიანის საჯარო სკოლა. ის ახლაც მღერის და მომღერლობას აპირებს მომავალშიც, თუმცა კონსერვატორიასთან ერთად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სურს სწავლის გაგრძელება.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს პანკისში 05 ივნისს, გვიან საღამოს შეატყობინეს.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ასლან ბორჩაშვილი და სულეიმან მუთოშვილი იმ 6 სტუდენტს შორის არიან, რომლებმაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპეციალური სტიპენდია მოიპოვეს. თითოეული მათგანის სწავლას, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე, ამერიკის საელჩო 4 წელიწადში 30 000 დოლარით დააფინანსებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
„წმინდა გიორგის ნიში იყო მანდ. დამხვდა დანგრეული. ვთხოვე სიძეს, რომ პირვანდელი სახე მიეცა მაგისთვის. რომ ჩამოვედი, მითხრა, გავაკეთეო. აღდგომა დღეს, დილის 9 საათზე ჩავედი სანთლების დასანთებად. დამხვდა ქვების გროვა. უკან არ დამიხევია. დავანთე სანთლები, ხატ-ღმერთი ვახსენე და წამოვედი. არვიცი ვინ დაანგრია. არანაირი პრეტენზია არ მაქვს“, – აცხადებს პანკისის სათემო რადიო WAY–თან საუბარში სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მაყვალა ცისკარიშვილი, რომელსაც ამავე სოფელში ქრისტიანული სალოცავის აღდგენა სურდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის მამას საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოპარეს.