სირიაში, დაბომბვის შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, ხეობაში ვრცელდება ცნობები პანკისიდან სირიაში წასული კიდევ სამი გოგონას, ერთ-ერთი გოგონას ქმრის და ოთხი ბავშვის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის იმ პირთა ოჯახებში, ვისი გარდაცვალების თაობაზეც ინფორმაცია ვრცელდება, სამძიმარს ჯერ არ იღებენ.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან, უხუცესებთან და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან.
პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი მეუღლეც პანკისელია - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. სოფელ ომალოში ტოხოსაშვილების ოჯახში, ასევე სოფელ დუისში გაურგაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ.
პანკისის ხეობიდან 15 წლის ნიკა ციხესაშვილი და 16 წლის მადინა ალხანაშვილი, მეწარმეობის შესწავლისა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ოთხი კვირით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი ბიზნეს გეგმების განხორციელებას შეეცდებიან.
წარმოშობით პანკისელი, 47 წლის მურად მარგოშვილი, იგივე აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმ ფიზიკურ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ალ-ქაიდას წევრები არიან ან დაკავშირებულნი არიან მასთან. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას სირიაში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, პანკისელი კ. ტ-შვილის და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ.