პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ვანო ცხადაძეს თავს ტყის მცველი დემნა (სპარტაკ) ბორჩაშვილი დაესხა. თვითმხილველების ცნობით, სპარტაკ ბორჩაშვილმა დანით სუს–ის თანამშრომლის ავტომობილი დააზიანა. მათივე თქმით, თავდასხმის დროს სუს–ის თანამშრომელი ავტომობილში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია „AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC“ გამოცხადდა, რომელიც ქალაქ ბაქოშია რეგისტრირებული.
სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში აცხადებს მიღებას შემდეგ სასწავლო პროგრამებზე: ავტომობილის მართვის თეორიული და პრაქტიკული კურსი; კომპიუტერული საოფისე პროგრამების კურსი – Windows; Word; Excel; Internet, Power Point; ბუღალტრული აღრიცხვის თეორია და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებით.
ამ დღეებში მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იწვევს პანკისის ხეობაში, თუშეთსა და ფშავ–ხევსურეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს გიდების მოსამზადებელ კურსში მონაწილეობის მისაღებად.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ეუთო) ყოველწლიური კონტრტერორიზმის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, რომლის თემა ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენცია და მათ წინააღმდეგ ბრძოლა იყო, საქართველოდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ეთერ ფანგანი მონაწილეობდა.