პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 10-15 მეტრი სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. ავტომობილში მყოფმა სამმა ადამიანმა წყლიდან გამოსვლა შეძლო, 55 წლამდე მამაკაცი კი დაიხრჩო.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლე გოგონებისთვის იმის მოთხოვნა, რომ სკოლაში ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) გარეშე იარონ, გაუმართლებლად ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას.
ახმეტის გამგეობის თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტზე მხოლოდ 1 თვეში ბიუჯეტიდან 8 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო სექტემბერში გამოცხადებული ტენდერით კიდევ 10 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ახმეტის ბიუჯეტში 55 ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის დასახმარებლად კი ერთ წელიწადში სულ 5 500 ლარია გამოყოფილი.
თემურ მახაური, იგივე „ზონა“, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში, საკუთარ ავტომობილში 8 სექტემბერს ააფეთქეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალეს. ყვარელწყალში „ზონას“ ცოლი და შვილი ცხოვრობენ.
პანკისის ხეობაში მდებარე სოფელ ქორეთში დაწყებითი სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან სავარაუდოდ 15 653 ლარის დახარჯვა იგეგმება.