6 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი“ პანკისის ხეობაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიება პანკისის სათემო რადიოWAY-ს ოფისში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
5 აპრილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან.
ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდი „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიება პანკისის ხეობაში მეორედ ჩატარდა და მას პარლამენტის წევრი, საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.
პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანისა და ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 580 ათასი ლარი გამოყო. პრემიერ–მინისტრმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
პანკისის ხეობაში ახალგაზრდების 96.3% დაუსაქმებელია. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა ამბობს, რომ უნდოდა რაიმე სახის განათლების მიღება, მაგრამ ვერ შეძლო. პანკისელი ახალგაზრდების უმრავლესობა (72.3%) აცხადებს, რომ საზოგადოებრივად აქტიური არ არის. 56-70%-ს არ სმენია სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებების შესახებ, – ასეთია კვლევის ძირითადი შედეგები, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა.
23 მარტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, თომას მორისი პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდება და მიაწვდის ინფორმაციას მცირე გრანტების პროგრამის შესახებ, რომელიც USAID-ის Zrda პროექტის ინიციატივას წარმოადგენს. შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, 12:00 საათზე დაიწყება.