საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია გამოაცხადა. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი, რომელიც სკოლებში რეგისტრაციას გულისხმობს, 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.
10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია დაიწყება და 29 აპრილამდე გაგრძელდება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ, არ ფლობენ ახალ მოწმობებს და მას პირველად იღებენ.
პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ დანაგვიანების პრობლემას და განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოაგვარონ.
6 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი“ პანკისის ხეობაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიება პანკისის სათემო რადიოWAY-ს ოფისში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
5 აპრილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან.
ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდი „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიება პანკისის ხეობაში მეორედ ჩატარდა და მას პარლამენტის წევრი, საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.