• 23 მარტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, თომას მორისი პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდება და მიაწვდის ინფორმაციას მცირე გრანტების პროგრამის შესახებ, რომელიც USAID-ის Zrda პროექტის ინიციატივას წარმოადგენს. შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, 12:00 საათზე დაიწყება.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის პეტიცია, რომელიც თუშეთში, გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ხიდის აშენებას ითვალისწინებს. ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყოფა.

    პანკსიის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს. როგორც დაზარალებულებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, მტაცებლის თავდასხმის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგლის მოკვლის ნებართვის მიღებას ითხოვენ.

    პანკისის ხეობაში მცხოვრები მეწარმეების მხადაჭერის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda აცხადებს საგრანტო კონკურსს.

    „ბოლო დროს, როცა ჩავდივარ ალვანში, გული მიკვდება იმიტომ, რომ ხმოვანზე მახვილმა სხვაგან გადაადგილება დაიწყო. ამას სხვა შეიძლება ვერ ხვდება, მაგრამ მე ვიცი, რომ იქ უკვე ინგრევა რაღაც და ძალიან არ მემეტება. თუშურ დიალექტს საფრთხე ემუქრება“, – ამის შესახებ პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ პანკისის სათემო რადიო WAY–ს ეთერში განაცხადა.

    პანკისის ხეობაში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარება იგეგმება – ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY–ს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ძიუდოს პოპულარიზაციის მიზნით, საბავშო ბაღებში პროექტი საბავშო ძიუდო განხორციელდება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]