• 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მოქალაქეებს ვიზის გარეშე გამგზავრება შეუძლიათ ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

    პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანისა და ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 580 ათასი ლარი გამოყო. პრემიერ–მინისტრმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

    პანკისის ხეობაში ახალგაზრდების 96.3% დაუსაქმებელია. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა ამბობს, რომ უნდოდა რაიმე სახის განათლების მიღება, მაგრამ ვერ შეძლო. პანკისელი ახალგაზრდების უმრავლესობა (72.3%) აცხადებს, რომ საზოგადოებრივად აქტიური არ არის. 56-70%-ს არ სმენია სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებების შესახებ, – ასეთია კვლევის ძირითადი შედეგები, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა.

    საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სტაჟირების საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სამთვიან სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

    საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, თომას მორისი პანკისის ხეობაში იმყოფეობდა, სადაც ადგილობრივებს მცირე გრანტების პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თომას მორისის განცხადებით, პროექტი ადგილობრივ მეწარმეებს სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება.

    მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც. რეპორტიორებს საღამოს გადაცემებზე მუშაობა მობილურის, მთვარის ან სანთლის შუქზე უწევთ.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]