პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრი ზურაბ (აჰმედ) იდოიძე დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებულის საცხოვრებელ სახლში სპეცრაზმი ჩხრეკას ატარებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ერთი ვაკანსია სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურშია გამოცხადებული, თორმეტი კი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე. დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პანკისში მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს და მთავარ პროკურატურას, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ყოველმხრივი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სუს-ის განცხადებით, „დადგენილია“ კავშირები ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ჯგუფსა და 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს შორის, რომლებსაც ბრალად ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. როგორც დაჭრილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ოთხი დღის წინ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე ერთ-ერთმა კლინიკამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის მიღებაზე თანხმობა განუცხადა, თუმცა დაჭრილის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა.